მე არ ვარ მომხრე, რომ ამ ეტაპზე საქართველოს სჭირდება საველე ჰოსპიტალები, რადგან საბედნიეროდ გვაქვს ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც ამ ეტაპამდე მეტნაკლებად ართმევს თავს, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა.
„ლოზუნგი, რომ დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც სჭირდება, უნდა იყოს პრიორიტეტილი. სავარაუდოდ, ჰოსპიტალიზაციის მკაცრი კრიტერიუმები დაიდება უახლოეს დღეებში. ეს არის დაავადება, რომელიც უნდა მართოს ექიმმა. აქედან გამომდინარე, კრახით დამთავრდება, საველე პროცესში თუ გადაერთო ქვეყანა“- განაცხადა რატიანმა.











