„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის სიის მეშვიდე ნომერი ლევან ვარშალომიძე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
„გუშინ კოვიდი დაუდასტურდა მამაჩემს, რომელიც რამოდენიმე დღეა ბათუმის საავადმყოფოშია, რეანიმაციულ განყოფილებაში. გამომდინარე აქედან დღეს გავიკეთე ტესტი.
ტესტის პასუხი გახლავთ უარყოფითი, ამიტომ დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით, ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას. არ ავყვეთ პანიკას და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს შევხვდებით არჩევნებზე, 31 ოქტომბერს.”- წერს ლევან ვარშალომიძე.
ინფორმაციისთვის, „პრაიმტაიმმა” გუშინ ლევან ვარშალომიძის მამის, გურამ ვარშალომიძის სავარაუდო ინფიცირების შესახებ დაწერა, თუმცა, გუშინ პარტიაში ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს, თავად ლევან ვარშალომიძე კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











