fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ლევან ვეფხვაძე: ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა, რომელიც წლებია არ გადახედილა, გარდაუვალი იყო

15:49 მაისი 27, 2021
A A
0
807
ნახვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 27 მაისის სხდომაზე ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ტარიფი, რომელიც 54 თეთრის ნიშნულამდე ავიდა, ძალაში 1–ლი ივნისიდან შედის.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ სემეკის მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმა გარდაუვალი იყო. წლებია, ბუნებრივი გაზის ტარიფი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო ლარის კურსი შეიცვალა აშშ დოლართან მიმართებაში, რაც დიდ წნეხს ქმნის იმპორტირებული ნედლეულის ტარიფზე.

„პრობლემა უკავშირდება იმას, რომ წლებია, გაზის ტარიფი მნიშვნელოვნად არ გადახედილა. იმის გათვალისწინებით, რომ გაზის შეძენა უცხოურ ვალუტაში, კერძოდ დოლარში ხორციელდება, ლარის გაცვლითი კურსის ცვალებადობა მნიშვნელოვნ გავლენას ახდენს ტარიფზე. ჩვენ აქამდე გაზის ტარიფს ხელოვნურად ვიჭერდით, რაც ნიშნავს, რომ გაზის ტარიფში აქამდე თვითონ ბუნებრივი აირის საფასური 10,5 ცენტის ოდენობით შედიოდა, ხოლო შემდეგ ხელოვნურად მოხდა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხარჯების შემცირება და ტარიფში ეს კომპონენტი 8 ცენტამდე შემცირდა, რათა ლარის კურსის სხვაობა არ ასახულიყო. ამდენად, ტარიფის შენარჩუნება ხელოვნურად ხდებოდა და ოდესღაც ლარის კურსის ზრდა რომ გარდაუვლად აისახებოდა ტარიფზე, ეს ყველასთვის ნათელი იყო“, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

თუ რა შედეგი დადგებოდა ამ გადაწყვეტილების არმიღების შემთხვევაში, ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ მაშინ ბუნებრივ გაზზე უარი უნდა ეთქვა ქვეყანას.

„ამ გადაწყვეტილების არმიღების შემთხვევაში შედეგის პროგნოზირება ძალიან მარტივია – კომპანიები ვერ შეძლებდნენ მომსახურების გაგრძელებას. გარდა ბუნებრივი გაზის შესყიდვისა, კომპანიებს უწევთ არსებული ინფრასტრუქტურის მომსახურება. იგივე თუნდაც მილსადენების შესყიდვაც უცხოურ ვალუტაში ხდება. ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმედ აისახება მოსახლეობაზე, თუმცა, თუ ტარიფი არ გაიზრდებოდა, სამწუხაროდ, ბუნებრივ აირზე უარი უნდა გვეთქვა. მაგალითად, შპს „თბილისი ენერჯის“ ბოლო 2 წელიწადში 24 მლნ ლარის მოცულობის ზარალი დაუგროვდა. ჩემი ინფორმაციით,  ტარიფზე 8 თეთრამდე მატებიდან, თითქმის ნახევარი კომპანიის ზარალის ანაზღაურებაზე, ხოლო მეორე ნახევარი კურსის ცვალებადობის შესავსებად მიიმართება“, – განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

თეგები: დავით ნარმანიაელექტროენერგიალევან ვეფხვაძესემეკი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დღეს 12 საათამდე ზოგიერთ უბანში ელექტროენერგია შეიზღუდება

ნოემბერი 27, 2021
774
მთავარი ამბავი

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ოქტომბერი 29, 2021
774
მთავარი ამბავი

უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება 

ოქტომბერი 22, 2021
790

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია