UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ საბრძოლო ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა.
25 წლის სპორტსმენმა გაერთიანებულ საემიროებში, „მებრძოლთა კუნძულზე“ გამართულ ორთაბრძოლაში დიანა ბელბიცე დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ლიანამ ბრძოლა თავიდანვე მაღალი შემართებით დაიწყო და შეხვედრა პირველივე რაუნდში დაამარცხა.
ქართველმა მებრძოლმა მეტოქე შებოჭა და მტკივნეული ილეთით დანებება აიძულა.
ამ გამარჯვებით, ლიანა ჯოჯუამ UFC-ში ბალანსი გაათანაბრა და ამჟამად მას 1 წაგება და 1 მოგება აქვს.
„მებრძოლთა კუნძულზე“ ლიანას გარდა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გამოვა. 19 ივლისს UFC-ში თავის სადებიუტო ბრძოლას რომან დოლიძე გამართავს. ქართველი მებრძოლის მეტოქე რუსი ხადის იბრაგიმოვი იქნება.











