ლიბანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ლიბანმა Pfizer-BioNTech ვაქცინის 28,500 დოზა მიიღო.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლიბანში კორონავირუსით 336,999 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 3,961 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 226,658-ს შეადგენს.











