ლიბანის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალები ავრცელებს.
„ერთი რაკეტა „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ხოლო მეორე ღია ტერიტორიაზე დაეცა. ჩვენ მზად ვართ, ისრაელი ყველა ფრონტზე დავიცვათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
BREAKING: 2 rockets were fired from Lebanon toward northern Israel. 1 of the rockets was intercepted by the Iron Dome Aerial Defense System & the 2nd rocket fell in an open area inside Israel.
We remain prepared to defend Israel on all fronts.
— Israel Defense Forces (@IDF) July 20, 2021











