ლიბანის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ქვეყნის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები გახანგძლივდება, რომელიც ჩაკეტვასთან ერთად, 24 სთ-იან კომენდანტის საათსაც გულისხმობს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კომენდანტის საათი, რომელიც 14 იანვარს დაიწყო და მიმდინარე თვის 25 რიცხვამდე უნდა გაგრძელებულიყო, 8 თებერვლამდე გადაიდო. მიზეზად კორონავირუსით ინფიცირების მოულოდნელი ტალღა სახელდება.

ახალი ტალღა სადღესასწაულოდ შემსუბუქებულმა რეგულაციებმა გამოიწვია. გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, ბარები და ღამის კლუბები.
ოთხშაბათის მონაცემებით, რომელიც ლიბანის სახალხო ჯანდაცვის მინისტრმა გაავრცელა, აღირიცხა კორონავირუსით გარდაცვალების 64 ახალი შემთხვევა, რომლითაც უკვე ზედიზედ მესამედ, ახალი დღიური ანტირეკორდი დამყარდა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, Worldometer-ის მიხედვით, ლიბანში, პანდემიის დაწყებიდან, სულ 264 647 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა – 157 202 ხოლო ვირუსის გამო გარდაიცვალა – 2 084.










