„ლიბერთი ბანკი“ „საქართველოს ბანკს“ სოლიდარობას უცხადებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.
„გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ საქართველოს ბანკს, განსაკუთრებით ბანკის ზუგდიდის ფილიალის თითოეულ თანამშრომელს, მომხმარებლებს და მათი ოჯახის წევრებს.
მთელი გულით ვუსურვებთ ამ ვითარების მშვიდობიანად ამოწურვას და თითოეული თანამოქალაქის უსაფრთხოდ დაბრუნებას სახლში.“ – ნათქვამია განცხადებაში.











