ლანჩხუთში, სამ დღეში, „ლიბერთი ბანკის“ ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
„სამ დღეში „ლიბერთი ბანკის“ ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. თითქმის ყველა ორგანიზაციაში გვხვდება ცალკეული შემთხვევები. გვყავს თითო-თითო ინფიცირებული სახვადასხვა აფთიაქების ქსელში. კონტაქტები მოძიებულია და გატარებულია შესაბამისი ზომები“, – გვითხრა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს გურიის რეგიონში კორონავირუსის 106 შემთხვევა დადასტურდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











