ლიეტუვამ AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც ლიეტუვაში ვაქცინაციის შემდეგ 3 ადამიანს თრომბოემბოლია განუვითარდა. ჯერჯერობით არ არის დადასტურებული არსებობს თუ არა ვაქცინასა და გვერდით ეფექტებს შორის კავშირი“,- განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.











