ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომელთაც ქვეყანაში შესვლას აუკრძალავენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, ლიეტუვის მთავრობა ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს.











