ლიეტუვამ ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს სახელწოდებად Sakartvelas-ის გამოყენება საბოლოოდ დაამტკიცა.
„ამჟამად ოფიციალური სახელწოდება Sakartvelas-ი არის“, – განუცხადა სააგენტო BNS-ს ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, აუდრის ანტანაიტისმა.
გასული წლის 21 დეკემბერს, კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოთა სახელწოდების დოკუმენტიდან სიტყვა Gruzija ამოიღეს, ხოლო მის ნაცვლად კი Sakartvelas-ი ჩაიწერა.











