ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ ქვეყანაში რუსული ტელეკომპანია Russia Today-ს მაუწყებლობა აკრძალა. ამის შესახებ washingtonpost-ი იუწყება.
Russia Today-ს მაუწყებლობა ტელეკომპანიის დიმიტრი კისილიოვთან კავშირების გამო აიკრძალა, რომელიც ევროკავშირის მიერ 2014 წლიდან „შავ სიაშია“ შეყვანილი.
შეგახსენებთ, რომ Russian Today-ს მაუწყებლობა ცოტა ხნის წინ ლატვიის მედიის მარეგულირებელმა უწყებამაც აუკრძალა.











