კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ლიეტუვის სამ დიდ ქალაქში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, შეზღუდვები ამოქმედდება ქვეყნის დედაქალაქ ვილნიუსში, ასევე კაუნასსა და კლაიპედაში.
28 ოქტომბრიდან ამ ქალაქებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. მკაცრად შეიზღუდება კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებები.











