ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა სეიმის 141 წევრს ირჩევს, მათგან 70-ს პარტიული სიით, 71 კი მაჟორიტარული სისტემით. ინფორმაციას DW ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
კორონავირუსის პანდემიის გამო არჩევნები განსაკუთრებულ პირობებში ტარდება: ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე აუცილებლად პირბადით და საკუთარი კალმით უნდა გამოცხადდნენ.











