ლიეტუვაში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული ლოქდაუნი წლის ბოლომდე გახანგძლივდა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„ხალხს რომ ზედმიწნევით დაეცვა წესები, დღეს შეზღუდვების გამკაცრება არ დაგვჭირდებოდა“, – განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, საულიუს სკვერნელისმა.
შეზღუდვების მიხედვით, იკრძალება ორზე მეტი ოჯახის ერთად შეკრება, ხოლო კომპანიებს ევალებათ, დასაქმებულები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.











