ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
პრეზიდენტის განცხადებით, ლიეტუვა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასდროს შეეგუება.
„თავისუფლებით გაერთიანებულები მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთს. ლიეტუვა პატივს მიაგებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას შექმნან დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეთ. თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატება იქნება!
ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასოდეს შეეგუება. ლიეტუველი ხალხის სახელით თითოეულ თქვენგანს საუკეთესო განწყობას გისურვებთ“, – განაცხადა ნაუსედამ.











