საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი ნატოში გაწევრიანების პროცესს ართულებს, თუმცა შეჩერება არ ძალუძს. ამის შესახებლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიღწევადია თუ არა უკრაინისთვის ნატოს წევრობა იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, – ნაუსედა პასუხობს:
„შემთხვევით არ დაწყებულა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი და მოხდა ყირიმის ანექსია. იგივე ხდება სხვა სახელმწიფოებშიც, რომლებიც ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან, მე უპირველეს ყოვლისა, საქართველოზე ვსაუბრობ. ეს ფაქტორი ართულებს პროცესს, თუმცა მისი შეჩერება მას არ ძალუძს. ამიტომ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა აუცილებელი რეფორმის განხორციელება“,- განაცხადა გიტანას ნაუსედამ.











