ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს თვის ბოლოს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ავრცელებს.
კალინდრა წერს, რომ ვიზიტის დროს მხარეები ევროკავშირის მედიაციის შუამავლობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგს, ევროატლანტიკურ მომავალს და ლიეტუვა-საქართველოს შორის თანაშრომლობის გაღრმავებას განიხილავენ.
?? FM @GLandsbergis bilateral visit expected in #Tbilisi at the end of April. Efforts to maintain peace & security through ???? cooperation, #Georgia‘s European & Euro-Atlantic future as well as #EU mediated political dialogue – will all be part of the agenda during this visit
— Andrius Kalindra (@a_kalindra) April 13, 2021









