დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლილოსა და ე.წ. დინამოს ბაზრობაზე დასაქმებულთა ტესტირება დასრულდა და ჯამში, ინფიცირების ექვსი შემთხვევა გამოვლინდა.
მისივე თქმით, ლილოს ბაზრობაზე ყველა დასაქმებული, 4700-ზე მეტი პირი დაიტესტა.
„იგივე პრინციპით, 500-მდე ადამიანის გამოკვლევა მიმდინარეობს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, სადაც ეპიდემილოგები კიდევ რამდენიმე დღე იმუშავებენ. ეპიდვითარების გათვალისწინებით დაიგეგმება სხვა ბაზრობების კვლევაც“, – განაცხადა გამყრელიძემ.











