fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ლილუაშვილი: პანდემიის პერიოდში დეზინფორმაცია ემსახურებოდა ძალოვანი სტრუქტურების, ხელისუფლების მიმართ უნდობლობას, რაც გამოიხატებოდა ე.წ. ექსპერტების მოსაზრებებსა და მოწოდებებში

18:24 აპრილი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
784
ნახვა

სხვადასხვა აქტორების მიერ მართული დეზინფორმაციული ომის შემთხვევებს, კამპანიებს ადგილი ჰქონდა ასევე საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მიზნით, რათა მომხდარიყო ისედაც დაძაბული პოლიტიკური გარემოს პოლარიზება და რადიკალიზაცია, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

ლილუაშვილი აღნიშნულს ჩვეულ მეთოდს უწოდებს და აცხადებს, რომ სპეცსამსახურებმა მსგავსი პრაქტიკა არამარტო საქართველოში, არამედ ვროპის ბევრ ქვეყანაში აქტიურად გამოიყენეს.

„ეს არის ჩვეული მეთოდი, სხვათა შორის ბოლოდროინდელი პრაქტიკით განმტკიცებული რუსული სპეცსამსახურების მხრიდან, რაც მათ აქტიურად გამოიყენეს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაში და ასევე გამოიყენეს აშშ-ის ტერიტორიაზეც. ასევე საინფორმაციო ომში მზარდ ტენდენციად გამოიკვეთა ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები, მათ შორის ონლაინაპლიკაციები, რომელთა დაფიქსირებაც შევძელით, სადაც ხდება საზოგადოებრივ აზრზე განსაკუთრებული მანიპულაციის განხორციელების აშკარა მაგალითები, გვაქვს ეს სახეზე. ასევე, განვაგრძობდით პრევენციული ხასიათის მუშაობას საინფორმაციო ომის ფარგლებში უკვე საქართველოში მოქმედი აქტორების გამოვლენისა და მათი დაფინანსების წყაროების გადაკეტვის კუთხით, რაც მეტწილად გამოგვდიოდა და გამოგვივიდა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

სუს-ის ხელმძრვანელმა დეპუტატებს განუცხადა, რომ ასევე დადგინდა სხვადასხვა აქტორებს შორის ურთიერთკავშირი.

„განსაკუთრებით მტკივნეული იყო დეზინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც პანდემიის პერიოდში ემსახურებოდა არა მარტო ძალოვანი სტრუქტურების, არამედ ზოგადად ხელისუფლების და საჯარო უწყებების მიმართ უნდობლობის გაჩენას. ეს ხშირად გამოიხატებოდა ე.წ. ექსპერტების მოსაზრებებში, მოწოდებებში. ამას, რა თქმა უნდა, მხარს უჭერდნენ ისევ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და მიზანმიმართულად ხდებოდა იმ პრევენციული ღონისძიებებისთვის ხელშეშლა და უნდობლობის გაჩენა, რაც საბოლოო ჯამში კიდევ დაძაბავდა და გააუარესებდა გარემოს, როგორც პანდემიის მიმართულებით, ასევე უსაფრთხოების გარემოს და ასევე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყნისას. კარგად გახსოვთ ყველას, თუ რა საინფორმაციო ომი იყო გაჩაღებული რუსეთიდან მართული საინფორმაციო წყაროების მხრიდან ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რა საშინელი სიცრუე ტირაჟირდებოდა მოსახლეობაში, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში ხდებოდა აღნიშნული შტამების შემუშავება და შემდეგ მათი გამოცდა საქართველოს მოქალაქეებზე და მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. დეზინფორმაციის ერთ-ერთ ძირითად ბერკეტს, უფრო სწორად მძლავრ იარაღს წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიები“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ტექნოლოგიურ განვითარებებს თან ახლავს ახალი გამოწვევები, რომლითაც ხშირ შემთხვევაში უსაფრთხოების გარემოზე ზემოქმედება ხორციელდება.

„ნომერ პირველ გამოწვევად არის და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება ტექნოლოგიური მიღწევები, ვინაიდან განვითარება, პროგრესი გარდაუვალია, ჩვენ ამას მივესალმებით, თუმცა ამ ტექნოლოგიურ განვითარებებს თან მოჰყვება ახალი გამოწვევები, რომლითაც ხშირ შემთხვევაში ახდენენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე ზემოქმედებას. არ დაგიმალავთ, ეს არის ახალი გამოწვევები, ეს არ არის კლასიკური გაგებით ტრადიციული გამოწვევები, შესაბამისად ამ ფონზე, ქვეყნის და ჩვენი სამსახურის წინაშე ძალიან აქტუალურ საკითხად რჩება კიბერუსაფრთხოების საკითხების მოგვარება, მოწესრიგება, რასაც ემსახურებოდა ბოლო პერიოდში, 2020 წლის განმავლობაში, მეცხრე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში დაინიცირებული ცვლილებების პაკეტი კანონში, რომელიც იმედი გვაქვს, თავის დადებით დასრულებას ჰპოვებს მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ არის აუცილებელი, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს წესრიგი ამ მიმართულებით, დაწესდეს აუცილებელი სტანდარტები, რომელიც უნდა დაიცვას როგორც საჯარო სამსახურებმა, ისე კერძო სექტორის იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა, ბანკებმა და ა.შ. და უმორჩილესად გთხოვთ თითოეულ დეპუტატს, გაითვალისწინოთ, რომ ეს საკითხი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

 

თეგები: გრიგოლ ლილუაშვილი

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

ეს იყო ევროპული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოვლენების სწორი შეფასება – ირაკლი ბერაია

დეკემბერი 30, 2021
791
პოლიტიკა

ლილუაშვილი: ცხინვალის ე.წ. მთავრობასა და მოსახლეობის დიდ ნაწილს, არ აქვს პრეტენზია, რომ შესაძლოა, რუსეთის ნაწილი გახდნენ, აფხაზეთში კი, ამას უპირობოდ არ უჭერენ მხარს

აპრილი 29, 2021
792

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია