ეს ლიმიტირებული დოზები „კოვაქსმა“ საქართველოს მისცა ერთ-ერთ პირველს და ყველა ჩვენგანისთვის სირცხვილი იქნება, რომ ვერ ავითვისოთ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„65 წელს ზემოთ ვაქცინაციის პროცესი დავამატეთ. სერიოზული მოთხოვნაა ახალგაზრდა ადამიანებისგან აცრებზეც. ამიტომ ახლა რამდენიმე დღის განმავლობაში დავაკვირდებით. ახლა ორი ვაქცინიდან არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ ადამიანებს.
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო პერსონალი, ასევე 65 წელს ზემოთ ადამიანები მეტად იაქტიურებენ. ამ ეტაპზე ჯგუფების გაფართოება არ უნდა დაგვჭირდეს, მაგრამ თუ დაგვჭირდება, საბჭო ასაკის გაფართოებაზე იმსჯელებს. ეს ლიმიტირებული დოზები „კოვაქსმა“ საქართველოს მისცა ერთ-ერთ პირველს და ყველა ჩვენგანისთვის სირცხვილი იქნება, რომ ვერ ავითვისოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











