ლიონელ მესიმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. ფორვარდმა ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ პენალტი გამოიყენა.
მესის „ბარსელონას“ შემადგენლობაში 630, არგენტინის ნაკრებში კი 70 ბურთი დაუგროვდა.
არგენტინელი ე. წ. „შვიდასიანთა“ კლუბის მერვე წევრი გახდა.









