საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ვარლამი რუსეთის წარმომადგენელ ნიაზ ილიასოვთან ვაზარით დამარცხდა.
100 კგ კატეგორიის მერვედფინალში მისი მოწინააღმდეგე ეგვიპტელი რამადან დარვიში, მეოთხედფინალში კი კანადელი შადი ელნაჰასი იყო. ნახევარფინალში ლიპარტელიანი იაპონელ აარონ ვულფთან დამარცხდა.
ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.











