ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოსთან მხარდამჭერებთან ერთად შეიკრიბნენ.
აქციის გამო რუსთაველის გამზირის ნაწილზე, კერძოდ კი კლასიკური გიმნაზიიდან თავისუფლების მოედნამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად სხვადასხვა ლოკაციიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოაწყეს.











