პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია კიდეც ერთხელ განმარტავს, რატომ დაწესდა შეზღუდვები პირველი ტალღის დროს და რატომ არ წესდება ახლა, როცა ინფიცირების რაოდენობა იზრდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირველი ტალღის დროს სისტემა იმდენად მოუმზადებელი იყო, რომ ქვეყანაში საკმარისი პირბადეებიც არ არსებობდა. ახლა კი ამის საჭიროება აღარ არის.
„პირველი ტალღის დროს ჩვენ სწორად შევაფასეთ ჩვენი რესურსები და მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული „ლოქდაუნი“ გამოვაცხადეთ. არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ელემენტარულად პირბადე არ გვქონდა ქვეყანაში და ქვეყანაში იყო ამის დეფიციტი. ჩვენ მაშინ ვაკეთებდით 200 ტესტს და არანაირი ცოდნა მსოფლიოსთან ერთად არ გვქონდა და იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე თვეში გაჩნდებოდა ვაქცინა. სამწუხაროდ, ეს ვაქცინა არ გაჩნდა. დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში
დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლაში საუკეთესო საშუალება არის პირბადე, მსგავს „ლოქდაუნს“ ჩვენ აღარ გამოვაცხადებთ. ჩვენ დღესაც ვხედავთ, რომ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.











