ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, არჩევნები ბელარუსში მხოლოდ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მანამდე, ლუკაშენკო აცხადებდა, რომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს გადადგომას და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას უკვე კვირაზე მეტია ითხოვენ.











