დასავლეთისგან განსხვავებით, დემოკრატიული პროცესების განვითარების კუთხით სრულიად ნორმალური სიტუაცია გვაქვს,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
„ბელარუსში მომიტინგეები და სხვა უკმაყოფილო პირები სამთავრობო უწყებებისა და კაპიტოლიუმის შტურმს არ ახორციელებენ. დემოკრატიული პროცესების განვითარების კუთხით სრულიად ნორმალური სიტუაცია გვაქვს. სწორედ ეს არის ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მიერ ბელარუსის მიმართ გამოხატული უკმაყოფილების მთავარი მიზეზი. დადანაშაულება იმაში სურთ, რომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის დაცვა მსურს, მაგრამ მე სწორედ ამიტომ ამირჩიეს“,- აღნიშნა ლუკაშენკომ.











