საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიურ მედალს ულოცავს.
„კიდევ ერთი მედალი, მადლობა ლაშა“ – წერს კახა კუჭავა სოციალურ ქსელში.
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს მესამე ოლიმპიური მედალია.











