„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ფასილიტატორ ელჩებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსავალს ეძებენ. ამის შეასხებ ჩიხლაძემ ელჩებთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
„ელჩებთან შეხვედრაზე რაიმე სახის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. უბრალოდ, ბოლო დღეების ვითარება კიდევ ერთხელ ავუხსენით ელჩებს. ისინი ძალიან შეშფოთებული არიან და მადლობა მინდა, ვუთხრა, რომ ისინიც ეძებენ გამოსავალს ამ სიტუაციიდან. ჩვენ დავუდასტურეთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, კვლავ მზად ვართ მოლაპარაკეკებისთვის. დიდი მოწონებით შეხვდნენ ჩვენს მზაობას და ამიტომ ჯერი ისევ „ქართულ ოცნებაზეა“. შეხვედრები გაგრძელდება ელჩებთან. „ქართულ ოცნებას“ როდესაც გაესაუბრებიან, სავარაუდოდ კვლავ შედგება ჩვენი შეხვედრა“,- განაცხადა ჩიხლაძემ.
განახლებადი: ნიკა მელიას დაკავების ფაქტს საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება










