„მადლობა მშვიდი შეხვედრისთვის, ვხედავთ, რომ ყველანი ხართ შეწუხებულები და შედეგზე ვართ მიმართულები, შედეგი აუცილებლად დადგება“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც ამ წუთებსი რიონის ხეობაში „ნამახვან“ ჰესის აქტივისტებს ხვდება.
„დიდი მადლობა იმისთვის, რომ მშვიდი შეხვედრა გვაქვს და ვხედავთ, რომ ყველანი ხართ შეწუხებულები და შედეგზე ვართ მიმართულები, შედეგი აუცილებლად დადგება. გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
ულტიმატუმებით დიალოგი ვერ მიგვიყვანს კარგ შედეგებამდე და იმისთვისაც მადლობა, რომ ვხედავთ თქვენს მცდელობას, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ურთიერთდაშრებული მიმართულებიდან ვიწყებთ, მაგალითად თქვენი მოსაზრებაა, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს და ჩვენ კი დარწმუნებულები ვართ, რომ ჰესის აშენება საჭიროა.
გადავდოთ გვერდზე ეს ორი უკიდურესობა და ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ, თავად განსაზღვრეთ დღის წესრიგი, ჩათვალეთ, რომ ჩვენ ყველაფერს გადავდებთ და ამ საკითხებზე ვიქნებით მიმართულნი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.










