ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმეტ პუტინს 68 წელის იუბილეს ულოცავს.
ბიბილოვი პუტინს მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის მადლობას უხდის.
„მსურს, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ეფექტური და გადამწყვეტი ქმედებებისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთში, არამედ მთელ კავკასიაში და ასევე ჩვენი რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის მისი თანამედროვე ისტორიის ურთულეს პერიოდში,” – აღნიშნულია ბიბილოვის მისალოც შეტყობინებაში, რომელიც მან პუტინს გაუგზავნა.











