„მადლობა გადაწყვეტილებისთვის, მოგეწვიეთ მე და ჩემი ქართველი კოლეგა რიგაში დაგეგმილ ალიანსის მინისტერიალზე მონაწილეობის მისაღებად“, – ასე მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატოს გენერალურ მდივანს.
„ეს მნიშვნელოვანი მესიჯი და შესანიშნავი შესაძლებლობაა დისკუსიისათვის”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დმიტრო კულებამ შავი ზღვის რეგიონში დაძაბული ვითარების შესახებაც ისაუბრა და მოკავშირეებს მოუწოდა, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების დასაცავად ძალების გასაერთიანებლად.
ცნობისთვის: ნატომ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები რიგაში დაგეგმილ ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია.








