fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მადლობა თეა წულუკიანს, რომ ქვეყანას ჰყავს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მოსამართლე – გოჩა ლორთქიფანიძე 

20:05 დეკემბერი 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
835
ნახვა

„მადლობის გადახდით, ვინც განაპირობა ის, რომ დღეს ამ ქვეყანას ჰყავს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მოსამართლე“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გოჩა ლორთქიფანძემ,  პარლამენტში უწყების საქმინაობის ანგარიშის წარდგენამდე განაცხადა.

გოჩა ლორთქიფანიძემ პირველ რიგში მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს და აღნიშნა, რომ სწორედ თეა წულუკიანია ამ ე.წ. პროექტის ავტორი და სულისჩამდგმელი.

„პირველ რიგში, ეს არის ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელიც, თუ შეიძლება პროექტი ეწოდოს იმას, რომ ამ ქვეყანას ამ სასამართლოში ჰყოლოდა მოსამართლე, ამ პროექტის იდეის ავტორი, სულისჩამდგმელია. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა გამიწია და შემაგულიანა შემდეგ, რომ მიმეღო მონაწილეობა კონკურსში და ბოლომდე დარჩა ამის მხარდამჭერად.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის, რომ იუსტიციაში იყო გუნდი, რომელმაც შეიმუშავა საარჩევნო პროცესის ძალიან კომპლექსური სტრატეგია, ასევე სამოქმედო გეგმა და განახორციელა ეს გეგმა. ამიტომ ჩემი თანაგუნდელობისთვის არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ახალგაზრდა კოლეგას, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსს ბექა ძამაშვილს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ვერ იქნებოდა და მადლობას გადავუხდი ქალბატონ პრეზიდენტს, ბატონ პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის, რაც მათ გამოიჩინეს, ასევე, ფასდაუდებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს წვლილი, მინისტრის, ბატონი დავით ზალკალიანის, აგრეთვე, ჩვენი მუდმივი წარმომადგენლობის ნიუ-იორკში, ჰააგაში დროებით საქმეთა რწმუნებულის, ბრაზილიაში ელჩის, ჟენევაში გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენი წარმომადგენლის, ასევე, არ მინდა, სხვა მრავალი ელჩის სახელი და გვარი გამომრჩეს.

მინდა, ყველა მათგანს ამ ტრიბუნიდან მადლობა გადავუხადო და კვლავაც განვაცხადო, რომ მათი ძალისხმევის, მხარდაჭერის, როგორც ამ ქვეყნის მხარდაჭერის, ქართული საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ამავე დროს, იგი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად არის წარდგენილი.

თეგები: გოჩა ლორთქიფანიძეიუსტიციის სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს

სექტემბერი 1, 2021
961
საზოგადოება

რატი ბრეგაძე – მადლობა მიდნა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, იმისათვის, რომ პირველად ამ ქვეყანაში გაჩნდა გრძელვადიანი ხედვა

აგვისტო 4, 2021
790
საზოგადოება

იუსტიციის სამინისტრო “ნამახვანჰესის” პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

მაისი 29, 2021
796

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია