თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, ავტოსაგზაო შემთხვევას 45 წლამდე ასაკის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მაღალი სიჩქარით მიმავალ მსუბუქ ავტომობილს საბურავი დაუზიანდა და ავტომანქანა რამდენჯერმე ამობრუნდა. ავტომობილში მყოფი ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები არიან მობილიზებულები.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











