შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” სპეციალური ჯგუფების მიერ, განხორციელებული სამუშაობის შემდეგ, „ქუთაისი-სოხუმის”, მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იან განშტოებაზე, მომხდარი ავარიის მიზეზი დადგინდა. ამის შესახებ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამისი სამსახურები აქტიურ მუშაობას აწარმოებენ, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის 28 ნოემბერის 24 საათიდან გაზის მიწოდება აღუდგება, სტრატეგიულ ობიექტებს, კოვიდ-სასტუმროებსა და საავადმყოებს. ხოლო, 29 ნოემბერს გურიისა და აჭარის სრულ მოსახლეობას.
გაზსადენზე მომხდარი დაზიანების გამო, აჭარის და გურიის რეგიონებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება











