კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კარვებს პარლამენტის წინ არ უნდა ვშლიდეთ, – ამის შესახებ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხა.
მისივე თქმით, დესტრუქციასა და ყვირილს პარლამენტში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
„როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, კარგად გავიხსენოთ, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გადაიყვანა ასოცირების შეთანხმება იმ ფაზაში, როდესაც ყოველწლიურად ბრიუსელში საქართველოს დღის წესრიგის თვალსაზრისით მოწონებაა. და როდესაც შარლ მიშელზე ვსაუბრობთ და იმაზე, რომ ევროკავშირი გვეხმარება, მაშინ რატომ არ ვაწერთ ხელს დოკუმენტებს, რომლებიც სწორად იმ დიად მიზანს ემსახურება, რასაც ევროპულ ოჯახში გაერთიანება ჰქვია? სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი, რომლის დროსაც ასოცირების ხელშეკრულებას საბოლოოდ მოეწერა ხელი, მაგრამ ხელმოწერა ყველაფერს არ ნიშნავდა.“, – განაცხადა მაია ბითაძემ.










