ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ შეზღუდვების დაწესების მიუხედავად გარდავცვალების მაჩვენებელი არ მცირდება, რადგან, როგორც წესი, შემთხვევების ზრდიდან რამდენიმე კვირის შემდეგაა ლეტალობის გამოძახილი.
„სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები ყოველთვის აყოვნებს. COVID19-ის შემთხვევების ზრდიდან რამდენიმე კვირის შემდეგ არის ლეტალობის გამოძახილი, რადგან პაციენტები დიდხანს იმყოფებიან კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე, ამიტომ შემთხვევების სტაბილიზაციის პარალელურად არ ხდება გარდაცვალების შემთხვევების შემცირება“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა ტვ. „პირველის“ ეთერში.











