აია რჩეულიშვილი საპატიმროს ტოვებს.
ამ წუთებში საპროცესო შეთანხმების ბოლო დეტალები ზუსტდება, ამის შემდეგ მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რის შემდეგაც „ცენტრ პოინტის“ 11 წლიანი დავა ოფიციალურად დასრულდება. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
ამავდროულად, ცნობილია, რომ ყველა დაზარალებული კუთვნილი ფართით კონკრეტულ ვადებში დაკმაყოფილდება.
მაია რჩეულიშვილი, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. ის 2016 წლის ივლისში, „მაგნოლიას“ საქმის ეპიზოდზე დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენჯერმე იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობა.











