აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო კორონავირუსის გაჩენას ჩინურ ლაბორატორიებს უკავშირებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ჩინეთის ლაბორატორიაში რამდენიმე მკვლევარი ჯერ კიდევ 20119 წლის ზაფხულში დაინფიცირდა.
„აშშ-ის ხელისუფლება დღეს ავრცელებს ახალ ინფორმაციას 2019 წელს ჩინეთის სახელმწიფო ლაბორატორიების საქმიანობის შესახებ. აშშ-ს აქვს საფუძველი სჯეროდეს, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში რამდენიმე მკვლევარი კორონავირუსით ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში დაინფიცირდა. გარდა ამისა, 2016 წლიდან ინსტიტუტში სწავლობდნენ ღამურების კორონავირუსულ ინფექციას RaTG13-ს, რომელიც 96%-ზე მეტით COVID-19-ის იდენტურია“, – აცხადებს პომპეო.











