ვაქცინები პანდემიის დასამარცხებლად უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, მაგრამ ის არ არის ერთადერთი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა, მაიკ რაინმა განაცხადა.
„რეალობა ისაა, რომ ვირუსის შემთხვევებმა იმატა ისეთ ქვეყნებში, რომლებმაც შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს, სადაც ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია ნაკლებად შუქდებოდა და პრევენციული ზომების დაცვა არ ხდებოდა. ეს არის რეალობა და ამას თვალებში უნდა შევხედოთ. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ვაქცინები პანდემიის დასამარცხებლად, მის გასაკონტროლებლად უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, მაგრამ ის არ არის ერთადერთი“,- განაცხადა რაიანმა.











