ქვეყნებმა უფრო ფრთხილად უნდა იმოქმედონ და შეზღუდვების შემსუბუქება შეანელონ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.
მაიკ რაიანისგანცხადებით, პანდემია არ დასრულებულა და კოვიდის კიდევ ერთი ახალი ტალღა, შესაძლოა, შემოდგომაზე დაიწყოს.
„ვფიქრობ, ძალიან ნაადრევად დავუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს. ქვეყნები საკმაოდ სწრაფად იხსნებიან მაშინ, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არც ისე კარგია. გავიხსენოთ წინა ზაფხულის სცენარი. უცბად დავუბრუნდით ყველაფერს, მაგრამ მოვიდა თუ არა სექტემბერ-ოქტომბერი ეგრევე რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ვფიქრობ, ზუსტად იგივე ხდება, იმ განსხვავებით, რომ ახლა მსოფლიოში ვირუსის მარტივად გავრცელებადი შტამი ცირკულირებს“,- განაცხადა რაიანმა.
Countries should be more careful and slow down on easing coronavirus restrictions, a top @WHO official warned pic.twitter.com/EClkqtvwXS
— Reuters (@Reuters) July 6, 2021











