საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას უნდა მიეცეს საშუალება, დასვას ყველანაირი კრიტიკული შეკითხვა. ამასთან, ვოლსკი განმარტავს, თავად რა კითხვები აქვს შს მინისტრთან.
„ვფიქრობ, ოპოზიციას უნდა მივცეთ საშუალება, დასვას ყველანაირი კრიტიკული შეკითხვა. მე მაინტერესებს და ამაზე პასუხი თუ ვერ მივიღე, რა თქმა უნდა, მექნება შეკითხვა, რამდენად ორგანიზებული იყო ეს ბრუტალური, სადისტური თავდასხმა ჟურნალისტებზე და რამ განაპირობა ეს? ხომ არ იყო ამის უკან წინასწარი მოლაპარაკება, რათა შედეგი მიგვეღო ის, რაც გვაქვს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტში დღეს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.










