გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესზე გიორგის კლასელები მივიდნენ. თითოეულ მათგანს შავი მაისური აცვია, რომელზეც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის გამოსახულებაა დატანილი.
დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი იმართება. პროცესი სულცოტა ხანში დაიწყება. აღნიშნულ სხდომაზე დაკავებული 11 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.











