ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის ბრალდებული გიორგი რურუას საქმის პროცესი მიმდინარეობს.
ის სხდომაზე, გუშინ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით კენჭისყრის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აქვს იმედი „ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდეს“.
„მივესალმები ამ შეთანხმებას. იმედი მაქვს, რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის. ასევე მახარებს, რომ ნაბიჯი წინ გადაიდგა”,- განაცხადა რურუამ.
შეგახსენებთ, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძვნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენგულისხმობსა-შენახვა-ტარებას .











