„2021 წლის პირველი თვეები რთული იქნება“,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
„2021 წლის პირველი თვეები რთული იქნება. 2021 წელს, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შევძლებთ ჯანდაცვის, ეკონომიკურ და სოციალურ, ტერორისტულ და კლიმატურ კრიზისებთან გამკლავებას. წლის პირველი თვეები რთული იქნება და სულ მცირე გაზაფხულამდე მაინც ეპიდემია ჩვენი ქვეყნის ცხოვრების მძიმე ტვირთი იქნება“, – განაცხადა მაკრონმა.











