კორონავირუსის ახალი შემთხვევების პრევენციის მიხედვით, მალაიზიაში ლოქდაუნი ამოქმედდება.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ლოქდაუნი ძალაში 12 მაისიდან შევა და 7 ივნისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში დახურული იქნება სკოლები. აკრძალული იქნება სოციალური შეკრებები.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მალაიზიაში კოვიდის 440,677 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,683-ს შეადგენს.











