კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო მალტაში ლოქდაუნი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანაში დაიხურება არასაჭირო მაღაზიები, სკოლები, თეატრები, მუზეუმები და სპორტული დარბაზები.
შეკრების ლიმიტი 4 ადამიანამდე შეიზღუდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მალტაში კორონავირუსის 25,640 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 341 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22,176-ს შეადგენს.











