კიევის ცენტრში, თავდამსხმელი, რომელიც „უნივერსალ ბანკის“ აფეთქებით იმუქრებოდა, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ სამართალდამცველებმა დააკავეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, აფეტქება არ მომხდარა და საქმეს სასამართლო განიხილავს.
მედიის ცნობით, 35 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, უზბეკეთის მოქალაქეა. მამაკაცმა ბანკის თანამშრომლებს აცნობა, რომ ზურგჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა და სამართალდამცველების გამოძახება მოსთხოვა.
მომხდარზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით აღიძრა.











