შინაგან საქმეთა სამინისტრო თემქაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით საპატრულო ეკიპაჟი თემქაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მივიდა.
ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორი მამაკაცმა, ცივი იარაღით, პრაიმტაიმის ინფორმაციით, ნაჯახით დაჭრა და მეშვიდე სართულიდან გადახტა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორის მეუღლე – 1985 წელს დაბადებული გ.კ. გახდა აგრესიული და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორს დ.ბ. -ს ცივი იარაღის გამოყენებით, მარცხენა ზედა კიდურის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ამავე კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადმოხტა.
აღნიშნული პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ.ბ. -ს ის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამაკაცი ადრე თერჯოლის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში მკურნალობდა.











